1 წლის და 2 თვის წინ
"ინტერი" - "მილანი" | ინძაგის მატჩისწინა კომენტარი
"ინტერი" - "მილანი" | ინძაგის მატჩისწინა კომენტარი
ავტორი
Aa

"დერბი დელა მადონინას" წინ "ინტერის" თავკაცმა სიმონე ინძაგის მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

"მილანური დაპირისპირება განსაკუთრებული მოვლლევაა, ამ მატჩისთვის მთელი ქალაქი, ორივე გუნდის ტიფოზები, მწრთვნელები და ფეხბურთელები ერთნაირად ვემზადებით. 

ეს მატჩი როგორც სატურნირო ცხრილის, ასევე მენტალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გამარჯვებული დამატებით თავდაჯერებულობასა და ენერგიას მიიღებს.

დერბიში წინა მატჩების შედეგებს არანაირი აზრი არ აქვს. ამ შეხვედრისთვის ორივე გუნდი განსაკუთრებით ემზადება. შესაძლოა "მილანს" გარკვეული პრობლემები აქვს, მაგრამ  არ უნდა დავივიწყოთ, რომ იტალიის მოქმედ ჩემპიონზე ვსაუბრობთ. დარწმუნებული ვარ, "როსონერი" მომავალი მატჩისთვის განსაკუთრებულად ემზადება და 100%-ით დაიხარჯება.

ბრძოლა სკუდეტოსთვის? ჩვენი ერთადერთი მიზანი თითოეული ქულისთვის ბრძოლაა. ვიცით, რომ "ნაპოლისთან" ჩამორჩენა დიდია, მაგრამ წინ ბევრი ტური გველოდება, ამიტომ ბრძოლა ბოლო მატჩამდე უნდა გავაგრძელოთ".


Facebook კომენტარები