1 წლის და 2 თვის წინ
სიახლე ლაზარეთიდან - ვინ დაუბრუნდა "მილანს"
სიახლე ლაზარეთიდან - ვინ დაუბრუნდა "მილანს"
ავტორი
Aa

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო ვიტელო "მილანთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, ფოდე ბალო-ტურე გუნდთან ვარჯიშს დაუბრუნდა და მოედანზე გამოჩენასთან ახლოს არის.

დიდი ალბათობით, ფოდეს მცირე სათამაშო დრო დაეთმობა, რადგან ტეო ერნანდესის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

რაც შეეხებათ სხვა ტრავმირებულებს, იბრაჰიმოვიჩი და მენიო მოედანს თებერვალში დაუბრუნდებიან, ფლორენცის დაბრუნების თარიღი კი უცნობია.


Facebook კომენტარები