1 წლის და 2 თვის წინ
სიტუაცია იცვლება - "მილანი" ზიეჩს მიუახლოვდა
სიტუაცია იცვლება - "მილანი" ზიეჩს მიუახლოვდა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "მილანს" "ჩელსის" შემტევის ჰაკიმ ზიეჩის მიმართ სიმპათიები დიდი ხანია გააჩნია.

"როსონერი" ალჟირელი ფეხბურთელის გადაბირებას გასულ წელსაც ცდილობდა, თუმცა ლონდონელთაგან უარი მიიღო.

ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport წერს, რომ ლომბარდიული გრანდი ზიეჩს ისევ მიუახლოვდა.

გავრცელებული ცნობის თანახმად, "მილანი" მზადაა, ზიეჩი იჯარის წესით გაიფორმოს, სეზონის ბოლოს კი გამოისყიდოს.


Facebook კომენტარები