1 წლის და 2 თვის წინ
"იუვეს" შემდეგ "მილანის", "ნაპოლის" და "რომას" საქმესაც განიხილავენ
"იუვეს" შემდეგ "მილანის", "ნაპოლის" და "რომას" საქმესაც განიხილავენ
ავტორი
Aa

იტალიურმა მედიამ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროკურატურა "ნაპოლიში" ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერს გამოიძიებს, ახლა კი სხვა კლუბებიც ახსენეს, მათ შორის "მილანი" და "რომა".

უფრო კონკრეტულად, 2018 წელს "იუვენტუსმა" და "მილანმა" მატია კალდარა და ლეონარდო ბონუჩი გაცვალეს, ხოლო 2019 წელს "ბიანკონერიმ" და "რომამ" ლეონარდო სპინაცოლა და ლუკა პელეგრინი. ვინაიდან "იუვეს" დაჯარიმება ამ ტრანსფერებიც გამოც მოხდა, გამოძიების ინტერესის სფეროში შესაბამისად "მილანი" და "რომა" მოექცნენ. არაა გამორიცხული საქმის წარმოება მათ წინააღმდეგაც დაიწყოს. ასევე დასახელდნენ "სასუოლო", "უდინეზე" და "ატალანტა".

აღსანიშნავია, რომ "როსონერიმ" აღნიშნულ თემაზე უკვე გამოაქვეყნა განცხადება და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

კაპიტალის ზრდის საქმეზე მორიგი სასამართლო განხილვა 22 თებერვალსაა ჩანიშნული და უფრო მეტი დეტალი სწორედ მაშინ უნდა გაირკვეს.


Facebook კომენტარები