1 წლის და 2 თვის წინ
იბრაჰიმოვიჩი "მილანს" სუპერთასზე არ გაჰყვა
იბრაჰიმოვიჩი "მილანს" სუპერთასზე არ გაჰყვა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ "მილანი" იტალიის სუპერთასის ეგიდით "ინტერს" დაუპირისპირდება.

აღნიშნულ შეხვედრამდე 1 დღით ადრე, ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport "როსონერისთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გუნდს საუდის არაბეთში არ გაჰყვა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც მილანში დარჩენა ამჯობინა.

ირკვევა, რომ შვედი მალე დაბრუნებაზე ზრუნავს და არ სურს, რეაბილიტაციის პროცესს მოცდეს, "მილანის" თამაშს კი თვალს სახლიდან მიადევნებს.



Facebook კომენტარები