1 წლის და 3 თვის წინ
როგორი ამბებია "ინტერის" ლაზარეთში - ახალი ინფორმაცია
როგორი ამბებია "ინტერის" ლაზარეთში - ახალი ინფორმაცია
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ "მილანი" იტალიის სუპერთასის ეგიდით "ინტერს" დაუპირისპირდება.

ცნობილი და გავლენიანი გამოცემა Sky Sport აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხვალინდელი მატჩისთვის "ნერაძურის" შესაძლოა რომელუ ლუკაკუ დაუბრუნდეს, თუმცა გუნდს დანაკლისი მაინც ექნება.

მარსელო ბროზოვიჩმა და სამირ ჰანდანოვიჩმა ბოლო ვარჯიში გამოტოვეს, რაც მათ მოედანზე გასვლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

დიდი ალბათობით, "მილანთან" მატჩში ამ სამეულიდან მოედანზე მხოლოდ ბელგიელ ფორვარდს ვიხილავთ.


Facebook კომენტარები