1 წლის და 3 თვის წინ
"ლეჩე" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა პრესკომფერენცია
"ლეჩე" - "მილანი" | პიოლის მატჩისწინა პრესკომფერენცია
ავტორი
Aa

სტეფანო პიოლიმ "ლეჩესთან" შეხვედრის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და საინტერესო თემებზე ისაუბრა:

"ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება როგორც მენტალური, ასევე სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით. ზედიზედ 2 ნეგატიური შედეგის შემდეგ, მე ჩემი ბიჭების თვალებში დიდი მოტივაცია და გამარჯვების, ასევე შეცდომებზე სწავლის სურვილი დავინახე.

როდესაც გუნდში პრობლემებია, მოცდა არ მიყვარს და მსურს, რომ ამ თემაზე მაშინვე ვისაუბროთ. ჩვენ "ტორინოსთან" შეხვედრა გავაანალიზეთ, შეცდომები შევისწავლეთ და ვეცდებით, ისინი მომავალში აღარ გავიმეოროთ.

ვფიქრობ, რომ წამოსული კრიტიკა სავსებით ნორმალურია. ჩვენ იტალიის ჩემპიონები ვართ, ამიტომ ყველა უფრო მეტს ელოდება.  ბოლო 2 მატჩში ვერ გავიმარჯვეთ და კრიტიკაც დავიმსახურეთ. წინ კიდევ გრძელი სეზონი გველოდება, ამიტომ არც "ნაპოლი" - "იუვენტუსი" და არც ჩვენი მომდევნო მატჩი არაფერს არ წყვეტს, მაგრამ მნიშვნელოვანია რითმი დავიბრუნოთ და ლიდერებთან სხვაობის შემცირება ვცადოთ.

ორიგი და კიაერი ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან, რებიჩი სუპერ თასისთვის დაგვიბრუნდება, დანარჩენები კი მუშაობას აგრძელებენ და იმედი მაქვს, რომ ისინი მოკლე დროში შემოგვიერთდებიან, რადგან ჩვენ თითოეული მათგანი გვჭირდება.

ადლი? იასინი ძალიან კარგად ვარჯიშობს და გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. მის პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა, მაგრამ ის მუშაობას და ადაპტაციას აგრძელებს, დროს  კიაუცილებლად მიიღებს.

ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. ჩვენი პრობლემა არის ის, რომ თითოეულ პოზიციაზე მინიმუმ ერთი ტრავმირებული გვყავს. ვფიქრობ, რომ ნაჩქარები გადაწყვეტილებების მიღება სატრანსფერო ფანჯარაზე კარგს არაფერს მოგვიტანს".


Facebook კომენტარები