1 წლის და 3 თვის წინ
ლეაოსთან მოლაპარაკებები გრძელდება - რაში რწმუნდება პორტუგალიელი
ლეაოსთან მოლაპარაკებები გრძელდება - რაში რწმუნდება პორტუგალიელი
ავტორი
Aa

საკმაოდ გავლენიანი გამოცემა SportMediaset "მილანთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "როსონერი" რაფაელ ლეაოსთან მოლაპარაკებებს კიდევ აგრძელებს, რადგან გუნდში მისი დაკარგვა არ სურთ.

როგორც ირკვევა, თავად პორტუგალიელიც რწმუნდება, რომ ლომბარდიულ გრანდში დარჩენა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

რაფაელი "მილანის" ლიდერია, სხვა გუნდში გადასვლა კი მას ლიდერობის გარანტიას ვერ მისცემს, ამიტომაც, დიდი ალბათობით, ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.


Facebook კომენტარები