1 წლის და 3 თვის წინ
ცნობილია - რამდენ ხანში დაბრუნდება მენიო
ცნობილია - რამდენ ხანში დაბრუნდება მენიო
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მაიკ მენიომ გასული წლის ოქტომბერში ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანზე დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ფრანგ მეკარესთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "როსონერის" მთავარი მეკარე მოედანს ოფიციალურად დაახლოებით 6-7 კვირაში დაუბრუნდება.

დროის ამ მონაკვეთის განმავლობაში ლომბარდიული გრანდის კარს ტატარუშანუ დაიცავს, შესაძლოა, ვიხილოთ მირანტეც.


Facebook კომენტარები