1 წლის და 3 თვის წინ
ოფიციალურად: ბენასერმა "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ოფიციალურად: ბენასერმა "მილანთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ავტორი
Aa

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო "მილანთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ჟურნალისტის ცნობით, ისმაელ ბენასერმა "როსონერისთან" ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2027 წლამდეა.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ თვეებში იყო საუბარი, რომ ალჟირელ ფეხბურთელს მილანური ანაზღაურება არ აკმაყოფილებდა, რის გამოც წასვლა სურდა.

საბოლოოდ, გამოჩნდა, რომ ლომბარდიულმა გრანდმა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი შეინარჩუნა, რაც, მართლაც, უმნიშვნელოვანესია.


Facebook კომენტარები