1 წლის და 3 თვის წინ
ბენასერი: "ახლა ბევრად განვსხვავდებით იმისგან, რაც 3 წლის წინ ვიყავით"
ბენასერი: "ახლა ბევრად განვსხვავდებით იმისგან, რაც 3 წლის წინ ვიყავით"
ავტორი
Aa

"მილანის" საყრდენმა ნახევარმცველმა ისმაელ ბენასერმა კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

ალჟირელმა ფეხბურთელმა "როსონერიში" იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც თავისი მოსვლის შემდეგ იხილა.

"ახლა ბევრად განვსხვავდებით იმისგან, რაც 3 წლის წინ ვიყავით. დიდებული გზა დავაგეთ და ამის გაგრძელებას ვცდილობთ.

რა თქმა უნდა, გუნდის წარმატება ჩემი მიზანიცაა და ვიმედოვნებ, რომ როგორც გუნდისთვის, ასევე ინდივიდუალურად, უკეთესი ვიქნები.

პირველი საშინაო მატჩიდან ამ დრომდე, "სან სიროზე" თამაში ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო იყო: ისინი ყოველ თამაშში მაქსიმუმს იღებენ. 

ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ჩვენსა და ფანებს შორის რაღაც განსაკუთრებულია," - განაცხადა ბენასერმა.


Facebook კომენტარები