1 წლის და 3 თვის წინ
იბანესი: "დღეს "რომას" მოთმინება დაუფასდა"
იბანესი: "დღეს "რომას" მოთმინება დაუფასდა"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, "რომასა" და "მილანს" შორის სერია ა-ს ეგიდით ჩატარებული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "ჯალოროსის" რიგებიდან პირველი გოლის ავტორმა როჯერ იბანესმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"გავაკეთეთ ის, რასაც ვარჯიშებზე ხშირად ვაკეთებდით. ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია, მატჩებში მომთმენი იყო, დღეს კი "რომას" ეს დაუფასდა.

ვიცით, რომ "მილანი" საჰაერო ბრძოლებში ძლიერი გუნდია, თუმცა შედეგი ჩვენს მხარეს აღმოჩნდა, რადგან გასვლაზე მოპოვებული ქულა ჩვენი მიზნების მისაღწევად გვეხმარება," - განაცხადა იბანესმა.


Facebook კომენტარები