1 წლის და 3 თვის წინ
ბენასერის საკითხი პრაქტიკულად გადაწყდა - ახალი ინფორმაცია
ბენასერის საკითხი პრაქტიკულად გადაწყდა - ახალი ინფორმაცია
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ისმაელ ბენასერის კონტრაქტი "მილანისთვის" საკმაოდ პრიორიტეტული საკითხი იყო.

ალჟირელი ფეხბურთელის გადაბირებით მრავალი ევროპული გრანდი ინტერესდებოდა, "როსონერის" კი მისი შენარჩუნება სურდა.

ცნობილი და გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ ლომბარდიულ გრანდსა და ფეხბურთელს შორის ახალ კონტრაქტზე შეთანხმება შედგა.

პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ბენასერი ახალ ხელშეკრულებას ხელს ორშაბათს მოაწერს. ბუნებრივია, ის გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებს.


Facebook კომენტარები