1 წლის და 3 თვის წინ
"სალერნიტანა" 1:2 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
"სალერნიტანა" 1:2 "მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი
ავტორი
Aa

"სალერნიტანასთან" მოგებული მატჩის შემდეგ, "მილანის" თავკაცმა, სტეფანო პიოლიმ მედიის წარმომადგენლებთან ისუბრა:

"მთლიანობაში კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, თუმცა გამოიკვეთა ასპექტები, რომელთა გასაუმჯობესებლადაც ბევრი შრომა მოგვიწევს.

ძალიან კარგად დავიწყეთ, თუმცა თამაშის ბედის გადაწყვეტა უფრო ადრეც შეგვეძლო.

საბოლოოდ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს მხოლოდ პატარა ნაბიჯია, რომელიც უფრო დიდი მიზნებისკენ უნდა გადავდგათ.

ლეაო? ვესაუბრე და ვუთხარი, რომ "მილანში" მისი პროგრესი ჯერ არ დასრულებულა. ის ჩვენთან ბედნიერია და მზად არის, რომ დარჩეს. რაფამ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს ჩემპიონი, რომელიც მატჩების ბედს მარტო წყვეტს".


Facebook კომენტარები