1 წლის და 3 თვის წინ
პიოლი: "გვსურს, ჩვენი სახელი ისტორიაში გარკვევით ჩავწეროთ"
პიოლი: "გვსურს, ჩვენი სახელი ისტორიაში გარკვევით ჩავწეროთ"
ავტორი
Aa

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ "სალერნიტანასთან" მატჩის წინ მედიასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

"ჩვენი დონე კიდევ უფრო და უფრო უნდა ავწიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ განვითარება კარგად შეგვძლია.

გუნდი ბევრს მუშაობს. იმის სურვილი უნდა გვქონდეს, რომ ყველა თამაში მოვიგოთ, თუ ამას ვიზამთ, უკეთეს დონესაც მივაღწევთ.

"მილანი" 4 ტურნირზე მონაწილეობს. თუ გვინდა, რომ ჩვენი თავი მომგებ გუნდად ჩავთვალოთ, რომელიმე ტიტული წელსაც უნდა მოვიგოთ. 

გასულ სეზონში ისტორია დავწერეთ და სერია ა მოვიგეთ. ჩვენ კვლავ მშივრები ვართ და გვსურს, ჩვენი სახელი ისტორიაში გარკვევით ჩავწეროთ," - განაცხადა პიოლიმ.


Facebook კომენტარები