"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანის" რადარზე ჰოლანდიელების ტრიოა.
როგორც იტალიური საიტი იტყობინება, "როსონერი" ამ ზაფხულს, დენზელ დუმფრისის, მირონ ბუადუს და ტეუნ კოოპმაინერსის შეძენას შეეცდება. შესაძლოა, ჯერჯერობით მათი სახელები არაფერს გვეუბნება, მაგრამ სამივე მოთამაშეს საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. ტალანტები ამჟამად ერედივიზიონში ასპარეზობენ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ დენზელ დუმფრისი "პსვ"-ს, ხოლო მირონ ბუადუ და ტეუნ კოოპმაინერსი "ალკმაარის" ღირსებას იცავენ.