logo

მიჰაილოვიჩი: "ზლატანმა თავისი გეგმები გამიმხილა"

მიჰაილოვიჩი: "ზლატანმა თავისი გეგმები გამიმხილა"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "მილანს" დატოვებს. შვედი ფორვარდი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს და თავისუფალი აგენტი გახდება. ამის შესახებ "ბოლონიას" მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიხაილოვიჩმა განაცხადა.

"იბრაჰიმოვიჩმა რამდენიმე დღის წინ დამირეკა, გადაწყვეტილი აქვს ზაფხულში რას გააკეთებს, "მილანში" აღარ ითამაშებს. ახლა მას ორი არჩევანი აქვს, ან ჩვენთან უნდა მოვიდეს "ბოლონიაში", ან შვედეთში დაბრუნდეს" - თქვა მიხაილოვიჩმა.

აქვე გეტყვით, რომ შვედეთში ზლატანი "ჰამარბის" საკონტროლო პაკეტის მფლობელია და სწორედ ამ გუნდში დაბრუნებაზე საუბრობენ. სკანდინავიელს "მილანთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

6 თვის წინ
852 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ