logo

განახლდება თუ არა სერია ა? იტალიის პრემიერ მინისტრის განცხადება

განახლდება თუ არა სერია ა? იტალიის პრემიერ მინისტრის განცხადება

იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და საფეხბურთო ღონისძიებების განახლებასაც შეეხო.

"გუშინ ჩვენ ახალი ბრაძანებულება დავამტკიცეთ, რომელიც ძალაში 18 მაისიდან შევა და მეორე ეტაპის ნამდვილ დაწყებას მიანიშნებს. 

ინფიცირებულთა რიცხვი მუდმივად იკლებს. ახალ ეტაპზე სრული თავდაჯერებულობითა და პასუხისმგებლობით გადავდივართ. 

ეს რისკის შემცველია, თუმცა, თუ ჩვენ ვაქცინის შექმნას დაველოდებით, ლოდინი დიდ ხანს მოგვიწევს, რაც შეუძლებელია.

18 მაისიდან სილამაზის სალონები, მაღაზიები, ბარები, მუზეუმები და რესტორნები გაიხსნება. ამასთან, ფეხბურთის ჯგუფური ვარჯიშებიც განახლდება. ხელისუფლება შეამოწმებს, ზომები დაცული იქნება თუ არა. 25 მაისიდან ჩვენ სპორტულ ცენტრებს, სპორტ-დარბაზებსა და საცურაო აუზებსაც გავხსნით", - განაცხადა კონტემ.

უშუალოდ სერია ა-ს განახლება 13 ივნისიდან იგეგმება. მაგრამ პროტოკოლში არის წესი, რომელსაც გუნდები არ ეთანხმებიან. ეს გულისხმობს მთელი გუნდის კარანტინში გადაწყვანას, იმ შემთხვევაში, თუ ერთ წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდება. 

იტალიურ კლუბებს კი სურთ, რომ ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატების მსგავსად იმოქმედონ, რომლებიც იზოლაციაში მხოლოდ ინფიცირებულ ფეხბურთელს გადაიყვანენ. 

იტალიის ხელისუფლება ამ ვარიანტს განიხილავს და შესაძლოა, პროტოკოლში ცვლილებებიც შევიდეს. ამჟამინდელი მონაცემებით კი, ჯგუფური ვარჯიში 18 მაისს, თამაშები კი - 13 ივნისს განახლდება.

5 თვის წინ
1075 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ