ცოტა ხნის წინ სერია ა-მ სეზონის განახლების თარიღი ოფიციალურად დაადასტურა. ეს 13 ივნისს მოხდება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გუნდები ჯგუფურ ვარჯიშს 18 მაისს განაახლებენ. ზემოთ დასახელებულ დრომდე კი ისინი ფორმაში ჩადგებიან და შეხვედრების ჩასატარებლად მზად იქნებიან.
ამასთან, გასათავლისწინებელია, რომ თუ სერია ა-ში მოთამაშე რომელიმე ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, გუნდი მაშინვე 15-დღიან კარანტინში გადავა.
როგორც ვხედავთ, იტალიაში კორონავირუსის პანდემია ნელ-ნელა ცხრება, რაც მეტად სასიამოვნოა. ზაფხულში ფეხბურთი კი გულშემატკივრებს ძალიან გაახარებს.