logo

იტალიის სპორტის მინისტრი: "თუ ეს მოხდება, გადაწყვეტილებას შევცვლით"

იტალიის სპორტის მინისტრი: "თუ ეს მოხდება, გადაწყვეტილებას შევცვლით"

იტალიის სპორტის მინისტრმა სანდრა ზამპამ იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც შესაძლოა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების რესტარტის შემდეგ წავაწყდეთ.

“თუ ვინმე კორონავირუსით დაინფიცირდება, სეზონი, რა თქმა უნდა, ისევ შეჩერდება. იმ მომენტიდან ყველა ისევ კარანტინში დაბრუნდება. მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შანსი საკმაოდ დიდია".

"თუ გათამაშებას არ შევაჩერებთ, ვირუსი მოგვიგებს. ფეხბურთის სიყვარული იმ ხალხზე ზრუნვას ნიშნავს, ვინც სპორტის ამ სახეობაშია ჩართული. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც სეზონის გაგრძელებაა მიზანშეწონილი, ეკონომიკური მხარე გახლავთ”, – განაცხადა იტალიის სპორტის მინისტრმა.

შეგახსენებთ, იტალიაში გუნდური ვარჯიშები მომავალი კვირიდან განახლდება, ამ მომენტისთვის კი ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით წვრთნას გადიან.

1 თვის წინ
587 / 0
ლევან კვინიკაძე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 349
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ