პიონტეკს მსურველი გერმანიაშიც გამოუჩნდა

პიონტეკს მსურველი გერმანიაშიც გამოუჩნდა

მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა კშიშტოფ პიონტეკმა "მილანი" დატოვოს, თუმცა მხოლოდ არენდის წესით, რადგან "როსონერის" მისი გაყიდვა არ უნდა.

"ფიორენტინამ" აქცენტი კუტრონეზე გადაიტანა და პოლონელი ფორვარდის დამატება გადაიფიქრა, ხოლო "ჯენოაში" დაბრუნებაზე თავად პიონტეკმა თქვა უარი.

მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი თავდამსხმელის დამატებას ეცდება "ბოლონიაც", თუმცა ამჟამად "როსობლუს" მთელი ყურადღება "ატალანტას" ფეხბურთელზე მუსა ბაროუზე აქვს გადატანილი.

"Sportmediaset"-ის მტკიცებით კი "ლაიპციგის" სახით კშიშტოფს მთავარი მსურველი გამოუჩნდა. ალემანების მთავარმა დამრტყმელმა ძალამ ტიმო ვერნერმა შესაძლოა ლონდონის "ჩელსის" მიაშუროს, პოლონელი კი მის შემცვლელად განიხილება.

ის შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული ოპერაცია განხორციელდა არაა გამორიცხული არენდის ნაცვლად "ლაიპციგის" ხელმძღვანელობამ ლომბარდიული გრანდის მესვეურებს მსუყე შეთავაზებაც გაუკეთონ.

1 წლის წინ
1761 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 375
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია