logo

მილანში დაბრუნების მიუხედავად, იბრაჰიმოვიჩი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს

მილანში დაბრუნების მიუხედავად, იბრაჰიმოვიჩი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშებს

დღეს ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში პირადი თვითმფრინავით დაბრუნდება, მაგრამ  გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებას ჯერ ვერ მოახერხებს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 38 წლის შვედს ორი კვირის გატარება თვითიზოლაციაში მოუწევს, რათა ვინმესთვის ინფექციის გადადების რისკი მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

კარანტინის პერიოდში, იბრაჰიმოვიჩი შვედეთში იმყოფებოდა, სადაც ფიზიკურ კონდიციებს ინარჩუნებდა და "ჰამარბიუსთან" ერთად ვარჯიშობდა, რომლის ერთ-ერთი აქციონერიც თავად არის.

ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ, ის კოვიდ-19-ზე სხვადასხვა ტესტებს ჩაიტარებს და სამედიცინო გამოკვლევას გაივლის. მხოლოდ ამის შემდეგ, ფეხბურთელი შესაბამის თანხმობას მიიღებს და თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშს მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩის მოქმედი კონტრაქტი გუნდთან 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედებს. "როსონერი" არ არის დარწმუნებული, რომ ზლატანი "სან-სიროზე" დარჩენას მოისურვებს, ამიტომ კლუბი ბაზარზე გაძლიერების ვარიანტებს ეძებს. კერძოდ, იწერებოდა, რომ "მილანი" ლუკა იოვიჩით ინტერესდება.

5 თვის წინ
766 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ