logo

სამგზის ჩემპიონი კლუბს, კარიერას და გულშემატკივარს დაემშვიდობა

“იუვენტუსის”, “მილანისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალესანდრო მატრიმ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

35 წლის მატრის ბოლო კლუბი "ბრეშია" აღმოჩნდა, სადაც ის "სასუოლოდან" იყო განათხოვრებული. იტალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სერია A-ს მხოლოდ რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა – ყველა მათგანში შეცვლაზე შემოვიდა.

იანვრის თვეში არასახარბიელო თამაშის გამო "ბრეშიამ" და "სასუოლომ" ფეხბურთელთან კონტრაქტები გაწყვიტეს. სერიოზული წინადადებების გარეშე დარჩენის გამო, მატრიმ, ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდება გადაწყვიტა.

"შემიძლია ვთქვა, რომ ოცნებები ავიხდინე. როდესაც კარიერა დავიწყე, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამდენს მივაღწევდი. სამჯერ მოვიგე ჩემპიონატი, რითიც ნამდვილა ვამაყობ. დროა პროფესიონალურ კარიერას დავემშვიდობო", – აცხადებს მატრი.

4 თვის წინ
884 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ