logo

ბაკაიოკო "ჩელსის" გეგმებში ისევ არ შედის

ბაკაიოკო "ჩელსის" გეგმებში ისევ არ შედის

ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ტიემუ ბაკაიოკო, რომელიც იჯარის წესით "მონაკოში" ირიცხება, შესაძლოა სერია ა-ში დაბრუნდეს.

Calcio Mercato-ს ცნობით, "მონაკო" 25 წლის ფრანგს ფეხბურთელს არ გამოისყიდის და სეზონის დასრულების შემდეგ, ის "ჩელსიში" დაბრუნდება.

როგორც ირკვევა, ბაკაიოკოს შენარჩუნება არც "არისტოკრატებს" სურთ და მას ტრანსფერზე კიდევ ერთხელ დააყენებენ. მის დამატებას კი "მილანთან" ერთად "სევილიაც" შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ტიემუ ბაკაიოკო "როსონერიში" 2018-19 წლების სეზონში ირიცხებოდა. მან "შავ-წითლების" მაისური 42 შეხვედრაში მოირგო და 1 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

6 თვის წინ
1047 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 197
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ