logo

"მილანს" ლუისის ხელში ჩასაგდებად ახალი გეგმა აქვს

იანვარში განცდილი სატრანსფერო მარცხის შემდეგ "მილანი" "ბენფიკადან" ფლორენტინო ლუისის გადაბირებას მაინც შეეცდება.

ზამთარში "მილანის" სურვილი იყო ფეხბურთელი იჯარის წესითა და გამოსყიდვის უფლებით წაეყვანა, თუმცა "ბენფიკიდან" ეს შეთავაზება იუარა.

Calciomercato გვაუწყებს, რომ "როსონერი" 20 წლის ლუისის საკითხს ზაფხულში მიუბრუნდება.

"ბენფიკა" ფეხბურთელს 40 მილიონ ევროდ აფასებს. ამჯერად "მილანის" გეგმაც ლუისის პირდაპირ ყიდვა იქნება.

ფლორენტინო ლუისი პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია. მიმდინარე სეზონში მან პორტუგალიის ჩემპიონატში 15 შეხვედრა ჩაატარა.

2 კვირის წინ
611 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ