"ლიონის" პრეზიდენტმა მემფისის მომავალს ფარდა ახადა

"ლიონის" პრეზიდენტმა მემფისის მომავალს ფარდა ახადა

ფრანგული "ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლამ თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მემფის დეპაის სატრანსფერო მომავლთან დაკავშირებით ისაუბრა.

ოლას თქმით, მას მემფისთან პირადი საუბარი ჰქონდა და ნიდერლანდელი საფრანგეთის დატოვებას არ აპირებს.

"სიახლეები არ გვაქვს. მემფისთან ვისაუბრე. მან მითხრა, რომ გუნდში დაბრუნებას აპირებს".

"რაც შეეხება ფეხბურთელის აგენტს, ის ამბობდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლის შემთხვევაში, მემფისი ახალ გუნდს მოძებნიდა". - განაცხადა ოლამ.

შეგახსენებთ, რომ "ლიონი" საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების გამო ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა.

ხოლო უშუალოდ მემფის დეპაის სანაცვლოდ "მილანი" მზადაა 20 მილიონი ევრო გადაიხადოს.

1 წლის წინ
1641 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი