logo

"მილანი" იანვარში 4 ფეხბურთელს გაყიდის

"მილანი" იანვარში 4 ფეხბურთელს გაყიდის

"SportMediaset" იმ ფეხბურთელთა სიას ასახელებს, რომლებიც იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანს" დატოვებენ.

სიაში პირველი ფაბიო ბორინია, რომელსაც "როსონერისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ. ყველაზე რეალური ვარიანტი მისი ნისლიან ალბიონზე დაბრუნება და "კრისტალ პალასში" ჩარიცხვაა.

მეორე რიკარდო როდრიგესია. შვეიცარიელი მარცხენა მცველი ტეო ერნანდესს კონკურენციას ვერ უწევს, რაც "ატალანტასთან" შეხვედრაშიც დამტკიცდა. მისი გადაბირების სურვილს ყველაზე მეტად თურქული "ფენერბაჰჩე" გამოთქვამს, მაგრამ თავად როდრიგესს "ნაპოლიში" გადასვლა უნდა ჯენარო გატუზოსთან. რიკარდოს მსურველთა სიაშია გერმანული "შალკეც".

მესამე დავიდე კალაბრიაა, რომელსაც სტეფანო პიოლი დაცვის მარჯვენა ფლანგზე ანდრეა კონტის ამჯობინებს. "როსონერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და მსურველი ორია: "სევილია" და "ფიორენტინა".

ბოლო კი ფრანკ კესიეა, რომლის გაყიდვაც ფინანსურ მოგებას და ახალი ფეხბურთელის ყიდვას გულისხმობს. 30 მილიონიანი წინადადების შემთხვევაში ლომბარდიული გრანდი კოტ დ'ივუარელ ნახევარმცველს დაუფიქრებლად გაასხვისებს.

1 თვის წინ
1193 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 229
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ