logo

სტეფანო პიოლი სერია ა-ს გუნდს დაუკავშირეს

სტეფანო პიოლი სერია ა-ს გუნდს დაუკავშირეს

იტალიური სპორტული გამოცემების ინფორმაციით, "ტორინო" მომავალი სეზონისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლის განიხილავს.

პიოლისა და "მილანის" კოლაბორაცია, სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეწყდება.

რაც შეეხება "ტორინოს", კლუბის მფლობელი მინი-რევოლოციის დაწყებას აპირებს და გუნდის სათავეში გამოცდილი კადრი სჭირდება.

სტეფანო პიოლის იტალიის ჩემპიონატში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. იგი უკვე წვრთნიდა კალჩოს წამყვან გუნდებს: "ფიორენტინას", "ლაციოსა" და "ინტერს".

"როსონერის" დამრიგებლის თანამდებობაზე მან მარკო ჯამპაოლო ჩაანაცვლა.

შემოუერთდით სერია ა-ს ქართულ ჯგუფს და ერთად ვადევნოთ თვალი ჩვენი საყვარელი ჩემპიონატის სიახლეებს.

6 თვის წინ
1117 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 196
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ