7 წლის შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩი კვლავ "მილანის" ფეხბურთელია. თავისუფალი აგენტის სტატუსით შვედი "როსონერის" 27 დეკემბერს შეუერთდა.
Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი 6 იანვარს "სამპდორიას" წინააღმდეგ შესაძლოა განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდეს, ან შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ქარიზმატული შვედი "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში 15 იანვარს, იტალიის თასზე, "სპალის" წინააღმდეგ მოგვევლინება.