logo

"A Bola": "მილანმა" ლუის მაქსიმიანოს სანაცვლოდ ოფიციალური შეთავაზება გაამზადა

"A Bola": "მილანმა" ლუის მაქსიმიანოს სანაცვლოდ ოფიციალური შეთავაზება გაამზადა

ლუის მაქსიმიანო ერთ-ერთი იმ მეკარათაგანია, რომელიც ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელად განიხილებიან. პორტუგალიური "A Bola"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მზადაა "სპორტინგს" 20 მილიონი ევრო შესთავაზოს.

21 წლის პორტუგალიელი მეკარე ლისაბონური კლუბის პირველი მეკარე გასული წლის ნოემბრიდანაა და მისი პროგრესი "როსონერის" სკაუტებს არ გამორჩენიათ. თუ დონარუმა "სან სიროს" დატოვებს, მაქსიმიანო მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი გახდება.

რაც შეეხება სხვა სახელებს, ასევე განიხილება "კალიარის" მეკარის ალესიო კრანიოს ვარიანტი, რომელიც ლუისის მსგავსად 20 მილიონი ევრო ღირს. ასევეა ორი 30 მილიონიანი მეკარე: ხუან მუსო "უდინეზედან" და ალექს მერეტი "ნაპოლიდან".

7 თვის წინ
1037 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ