
ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის შემდეგ "მილანი" აგენტ მინო რაიოლას კიდევ 2 ფეხბურთელის სატრანსფერო სიტუაციის განსახილველად შეხვდება.
ამ შემთხვევაში საქმე "მილანის" ორ ფეხბურთელს ეხება, ჯაკომო ბონავენტურასა და ჯანლუიჯი დონარუმას.
"მილანის" მიზანი ბონავენტურასა და დონარუმასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. ამ ყველაფრის წინააღმდეგი, პირველი ინფორმაციით, არც ფეხბურთელთა აგენტი მინო რაიოლაა.
თუმცა, რაიოლა ფასდაკლების გაკეთებას არ აპირებს და გეგმავს აღნიშნულ ფეხბურთელებთან "მილანმა" რაც შეიძლება სარფიანი კონტრაქტი გააფორმოს.
დონარუმას შემთხვევაში რაიოლა წლიური ანაზღაურების სახით "როსონერის" 7 მილიონ ევროს თხოვს.
შეგახენებთ, რომ ახალგაზრდა მეკარეს გუნდთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2021 წელს ეწურება, ხოლო მისი ანაზღაურება 6 მილიონი ევროა.