ესპანური და იტალიური მედია იტყობინება, რომ მადრიდის „რეალის“ ფორვარდის, ლუკა იოვიჩის გადაბირება კიდევ ერთ სერია ა-ს გრანდს სურს.
მათი ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერით „მილანია“ დაინტერესებული. ჯერჯერობით, სერბი ფორვარდის მადრიდული კარიერა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ნაკლები სათამაშო დროითაა განპირობებული.
გუნდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი იოვიჩს სათამაშო პრაქტიკით არ ანებივრებს და შეიძლება ითქვას, მინიმალური რაოდენობის შანსებს აძლევს. მიუხედავად ამისა, ფლორენტინო პერესი იოვიჩის შენარჩუნებას მაინც განიხილავს.