logo

"მილანმა" იბრაჰიმოვიჩის მემკვიდრე აირჩია

"მილანმა" იბრაჰიმოვიჩის მემკვიდრე აირჩია

"La Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ სტეფანო პიოლი თანამდებობას შეინარჩუნებს, მაგრამ "Tuttosport"-ის მტკიცებით "მილანს" რალფ რანგნიკი ჩაიბარებს, რომელსაც იბრაჰიმოვიჩის მემკვიდრე შერჩეულიც ჰყავს - მირონ ბოადუ "ალკმაარიდან".

19 წლის ფეხბურთელმა 39 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. მოკლე დროში ჰოლანდიელი თავდამსხმელის ფასი 5 მილიონი ევროდან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

ახალგაზრდა ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლაა, რომელმაც თავისი კლიენტი უკვე შესთავაზა რამდენიმე კლუბს. "ელიოტი" მზადაა რანგნიკს ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილოს, თუ გერმანელი სპეციალისტი "როსონერის" გაწვრთნას დათანხმდება.

5 თვის წინ
1197 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ