logo

დონარუმას შემდეგ ლამპარდი "მილანის" კიდევ ერთი ვარსკვლავით დაინტერესდა

დონარუმას შემდეგ ლამპარდი "მილანის" კიდევ ერთი ვარსკვლავით დაინტერესდა

ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელიც ფრენკ ლამპარდის რადარზე მოექცა. იტალიური მედიის ინფორმაციით, "ჩელსი" ცენტრალური მცველის ძიებაშია და კალიდუ კულიბალისთან ერთად ლონდონელები ალესიო რომანიოლის ვარიანტსაც განიხილავენ.

"როსონერის" კაპიტანს კლუბთან კონტრაქტი ორ წელიწადში უმთავრდება. თავად ფეხბურთელი მზადაა გუნდში კიდევ უფრო დიდ ხანს დარჩეს, თუმცა ლომბარდიული გრანდისგან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე კონკრეტული ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადადგმულა.

მიუხედავად ყველაფრისა, დონარუმასგან განსხვავებით რომანიოლის ტრანსფერის შანსი ძალიან მცირეა. ალესიო გუნდის კაპიტანია და "ელიოტი" ახალგაზრდული პროექტის მის გარშემო აწყობას გეგმავს. "მილანი" მხოლოდ ძალიან მაღალი თანხის შეთავაზების შემთხვევაში დაფიქრდება რომანიოლის გასხვისების საკითხზე.

6 თვის წინ
1507 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ