logo

ჯამპაოლომ "მილანი" მკაცრად გააკრიტიკა

ჯამპაოლომ "მილანი" მკაცრად გააკრიტიკა

"მილანის" ყოფილი მწვრთნელის მარკო ჯამპაოლოს ძმის განცხადებით უსამართლობაა, როცა სპეციალისტის მუშაობას მხოლოდ შვიდი შეხვედრით აფასებ და გუნდიდან ათავისუფლებ.

"ჩემი ძმა "მილანის" გაწვრთნას იმსახურებდა, მაგრამ ფეხბურთელები არ იყვნენ შესაფერისები. ბევრი ისეთი ფეხბურთელი მიუყვანეს, რომლებიც არ უნდოდა, ამიტომ ისინი ტაქტიკას უნდა მორგებოდნენ."

"გავოცდი, როცა გათავისუფლების ამბავი შევიტყვე, რადგან ბოლო შეხვედრა გუნდმა გასვლაზე მოიგო. მართალია პრობლემები არსებობდა, მაგრამ "მილანი" ევროზონასთან ახლოს იყო. მარკოსათვის "როსონერიში" გატარებული პერიოდი უდაოდ წარუმატებელია."

"რას ვუსურვებ "მილანს"? დიდებული კლუბია და საჭიროა ხელმძღვანელობაში შესაფერისი ადამიანების ყოლა. ბუნებრივია პრობლემები ყველა გუნდს აქვს, მაგრამ ამ პრობლემების დაძლევის ძალა უნდა გქონდეს." - განაცხადა ფედერიკო ჯამპაოლომ.

6 თვის წინ
1084 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ