logo

"ემპოლის" პრეზიდენტის განცხადებით, "მილანის" სამიზნე ბენასერზე უკეთესია (+ვიდეო)

"მილანი" ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველის სამუელე რიჩის გადაბირებას ცდილობს. ეს ინფორმაცია "ემპოლის" პრეზიდენტმა ფაბრიციო კორსიმ დაადასტურა.

"ვფიქრობ რიჩი გრანდში გადასასვლელად მზადაა, რადგან მენტალურად ძალიან ძლიერია. ვფიქრობ ის ბენასერზე და ტრაორეზე უკეთესია, რომლებიც სერია ა-ში წარმატებით ასპარეზობენ."

"სამუელეს თითქოს ძრავა უყენია, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში ძლებს. მცველების წინ ის ბრწყინვალედ თამაშობს, რადგან მოედნის ხედვაც საოცარი აქვს."

"არ მიკვირს, რომ მისდამი ინტერესს "მილანი" და სხვა იტალიური გრანდებიც იჩენენ. ბენასერი ძლიერი ფეხბურთელია, რაც "მილანშიც" დაამტკიცა. რაც შეეხება კრუნიჩს, მას ჯერ კიდევ შეუძლია "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება." - განაცხადა კორსიმ.

18 წლის რიჩიმ სერია ბ-ში "ემპოლის" მაისურით 21 შეხვედრა ჩაატარა და გუნდის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად ითვლება.


6 თვის წინ
1626 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ