logo

სამი სვლა "მილანის" აღორძინებისათვის

სამი სვლა "მილანის" აღორძინებისათვის

"ელიოტმა" "მილანის" ასაღორძინებლად ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რემელსაც სათავეში ივან გაზიდის ჩაუდგება. ეს სტრატეგია სამი ნაწილისაგან შედგება.

პირველი დაფინანსებაა, რომელიც კლუბს პოსტკორონავირუსის ეტაპზე დასჭირდება. "ელიოტი" საკმაოდ ძლიერი კომპანიაა, ამიტომ "როსონერის" შენახვა ამერიკელებს არ გაუჭირდებათ. სინგერის ოჯახმა "მილანში" უკვე დააბანდა 525 მილიონი ევრო და ამაზე გაჩერებას არ აპირებენ.

შემდეგი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების გადაბირებაა, რომელსაც წარმატებული მომავალი ექნებათ ტეო ერნანდესისა და ისმაელ ბენასერის მსგავსად, ამიტომ მათი მთავარი სამიზნე რალფ რანგნიკია, რომელიც ახალგაზრდებთან განსაკუთრებულად კარგად მუშაობითაა ცნობილი.

მესამე სვლა კი ახალი სპონსორების მოზიდვა და ძველებთან ხელშეკრულების გაუმჯობესებაა, რაზეც მთლიანად ივან გაზიდისი იმუშავებს. სამხრეთ აფრიკელს ჩემპიონთა ლიგის გარეშე მიზნის მიღწევა გაუჭირდება, მაგრამ მცდელობას არ დააკლებს.

6 თვის წინ
1592 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ