logo

"მილანისთვის" ვერნერის შეძენის შანსი გაიზარდა

"მილანისთვის" ვერნერის შეძენის შანსი გაიზარდა

არავისთვის უცნობი აღარაა, რომ ზაფხულში "მილანი" კლუბის მენეჯმენტისა და გუნდის შემადგენლობის სერიოზულ რეორგანიზაციას აპირებს.

დიდი ალბათობით, სტეფანო პიოლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი შეცვლის.

იწურება ზლატან იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი, რომელიც დიდი ალბათობით, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს.

ამ ფონზე "მილანი" ევროპაში მოთამაშე რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული, მათ შორისაა "ლაიფციგისა" და გერმანიის ნაკრების ვარსკვლავი ტიმო ვერნერი.

იტალიელი ჟურნალისტის კლაუდიო რაიმონდის მტკიცებით, "მილანში" რალფ რანგნიკის მისვლა იტალიურ გრანდს ვერნერის შეძენის შანსს გაუზრდის.

რანგნიკი ამჟამად "რედ ბულის" სპორტული მიმართულებების მენეჯერია და გასაკვირი არაა, რომ მას ვერნერთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.

კორესპონდენტის მტკიცებით, თუ "მილანმა" ვერნერის შეძენა მოახერხა, ამაში უდიდესი წვლილი სწორედ რანგნიკს ექნება შეტანილი.

5 თვის წინ
1142 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ