
იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport - ის ინფორმაციით, "მილანმა" ზლატანის სატრანსფერო წინადადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალა.
ცოტა ხნის წინ "როსონერი" შვედისთვის სრულფასოვანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებდა, თუმცა გუნდში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ცვილებები საჭირო გახდა.
გასულ კვირას მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თუმცა გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, "როსონერიმ" შვედის დათანხმება მაინც მოახერხა.
ზლატანი გუნდთან 6 თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს, ხოლო წარმატებისა და კარგი ინდივიდუალური სტატისტიკის მიხედვით, მხარეები კონტრაქტს კიდევ 1 წლით გაახანგრძლივებენ.
6 თვის განმავლობაში იბრაჰიმოვიჩი ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო 4.5 მილიონს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტი 2021 წლამდე გახანგრძლივდება.