logo

სტამი: "2005 წელი კოშმარი იყო"

სტამი: "2005 წელი კოშმარი იყო"

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა იაპ სტამმა "Gazzetta dello Sport"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. 47 წლის მწვრთნელი ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული, თუმცა დროებით უმუშევარია.

"იტალიაში დაბრუნება მინდა, აპენინურ ფეხბურთს დიდ პატივს ვცემ. სამი წელი "ლაციოში" გავატარე, ხოლო ორი "მილანში", რაც ბევრ რამეზე მიუთითებს. თუ სერია ა-ს კლუბისგან შემოთავაზებას მივიღებ აუცილებლად დავთანხმდები."

"ჩემი გადაბირება "იუვენტუსსა" და "ინტერსაც" სურდათ, თუმცა "მილანის" არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. ვან ბასტენის, გულიტისა და რაიკაარდის თამაშების ყურებაში გავიზარდე, ამიტომ ამ შესაძლებლობაზე უარს ვერ ვიტყოდი."

"გარდა ამისა იმ დროინდელ "მილანში" ისეთი ფეხბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც იყვნენ: კაკა, ინძაგი, ნესტა, კრესპო, კაფუ, მალდინი და გატუზო. მწვრთნელი კი მსოფლიოში საუკეთესო იყო - კარლო ანჩელოტი."

"სტამბულის 2005 წლის ფინალი კოშმარი იყო. 1999 წელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად ტრებლი მოვიგე, სადაც "ლივერპულს" არც ერთ ფრონტზე შანსი არ დავუტოვეთ. ამის შემდეგ ასეთი მარცხი მათთან ჩემთვის მიუღებელი იყო." - განაცხადა სტამმა.

7 თვის წინ
931 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ