მენეზი: "მეგონა მხოლოდ ნიჭი საკმარისი იქნებოდა"

მენეზი: "მეგონა მხოლოდ ნიჭი საკმარისი იქნებოდა"

"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერემი მენეზმა "La Gazzetta dello Sport"-თან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. 32 წლის ფრანგი შემტევი ამჟამად ლიგა 2-ის "პარიზში" ასპარეზობს.

"მეტის მიღწევა შემეძლო, მაგრამ საკმარისად არ ვიშრომე. მეგონა მხოლოდ ნიჭი საკმარისი იქნებოდა. ვარჯიშებზე ხშირად კაკას მადარებდნენ, მაგრამ შედეგებით მას ვერც კი მივუახლოვდი."

"ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი "მილანს" უკავშირდება. თავდამსხმელის პოზიციაზე ვთამაშობდი, რომელზეც შეჩვეული არ ვიყავი, მაგრამ მაინც 16 გოლი გავიტანე." - განაცხადა მენეზმა.

1 წლის წინ
1496 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი