ზლატანი: "ჟირუ ტურნირის საუკეთესო ტალანტი გახდება"

ზლატანი: "ჟირუ ტურნირის საუკეთესო ტალანტი გახდება"

"მილანის" ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მედიასთან მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ რამდენიმე კითხვას გასცა პასუხი.

"ვინ იქნება მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე? ჟირუ. ვინ იქნება საუკეთესო თავდამსხმელი? ჟირუ.

ისმის კითხვა, ვინ გაგვაოცებს? მე მხარს ვუჭერ ჩემს მეგობარ ჟირუს.

ვინ იქნება ტურნირის საუკეთესო ტალანტი? ოლივიე ჟირუ, რადგან ის კვლავ ახალგაზრდაა და თუ ვამბობ, რომ ის ახალგაზრდაა, ანუ მეც ვარ," - განაცხადა ზლატანმა.

4 დღის წინ
198 / 0
rossoneri-best