"ჟირუ სერია ა-ში სრულყოფილი ფორვარდი გახდა"

"ჟირუ სერია ა-ში სრულყოფილი ფორვარდი გახდა"

ოლივიე ჟირუმ მუნდიალზე შესანიშნავი სტარტი აიღო. მან პირველივე შეხვედრაში მოახერხა დუბლის გაფორმება და ტიერი ანრის რეკორდის გამეორება.

ფეხბურთელის კარგი ფორმის თაობაზე კომენტარი მისმა აგენტმა მაიკლ მანუელომ გააკეთა.

"ჟირუ თავს შესანიშნავად გრძნობს. ოლივიე სერია ა-ში გადასვლის შემდეგ კიდევ უფრო დაიხვეწა, სრულყოფილი ფორვარდი გახდა, რადგან იტალიაში შემტევებს დამატებითი მოვალეობები აქვს.

ჟირუ "მილანში" ძირითადი ფორვარდია, რაც მას მოტივაციას და მუშაობის სურვილს კიდევ უფრო მატებს და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის მსვლელობისას კიდევ უფრო მოუმატებს".

4 დღის წინ
288 / 0
Ibra