კესის აგენტი Casa Milan-ში და შეთავაზება კლუბს

კესის აგენტი Casa Milan-ში და შეთავაზება კლუბს

იტალიური მედიის ინფორმაციით,  ფრანკ კესის აგენტი მილანში "როსონერის" წარმომადგენლებს შეხვდა და კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის დაბრუნება შესთავაზა.

მხარეებმა კოტ-დიუვარელის გუნდში შესაძლო დაბრუნება განიხილეს, მაგრამ ამ მომენტისთვის ტრანსფერის განხორციელება ფაქტობრივად გამორიცხულია, ამის მიზეზი კი უველაფერთან ერთად ეკონომიკური ასპექტებია.

კესი "ბლაუგრანაში" 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ამ თანხის გადახდაც კი "მილანი" არც კი განიხილავს, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ "ბარსელონა" მის უფასოდ გაშვებას არ გეგმავს, ამიტომ ჯერჯერობით კოტ-დიუვარელის გაფორმების მეტი შანსი მხოლოდ პრემიერ ლიგის გუნდებს აქვთ.

4 დღის წინ
743 / 0
Ibra