კაკამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა

კაკამ მესისა და რონალდუს შორის საუკეთესო დაასახელა

ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა. სამხრეთ ამერიკელის აზრით, პორტუგალიელი ნამდვილი მანქანაა, მაგრამ არგენტინელი გენიოსია.

"კრიშტიანუსთან ერთად ვითამაშე და ნამდვილად ბრწყინვალე ფეხბურთელია, მაგრამ მესი უნდა ავირჩიო. ფეხბურთის ისტორიაში მესი და რონალდუ ნამდვილად შედიან ხუთ საუკეთესოში, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ მათ თამაშს ვუყურებთ" - აღნიშნა კაკამ "Fifa"-ს არხთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდო და კაკა მადრიდის "რეალში" 2009-2013 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

6 დღის წინ
335 / 0
Ibra