კურიოზი - ვინ მოხვდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუკეთესო თერთმეტეულში

კურიოზი - ვინ მოხვდა ზლატან იბრაჰიმოვიჩის საუკეთესო თერთმეტეულში

როგორც იცით, 38 წლის უბერებელ ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს დიდხნიანი კარიერის მანძილზე ბევრ გუნდში უთამაშია. მათ შორისაა "ბარსელონა", პსჟ, "ინტერი", "მილანი", "იუვენტუსი", "აიაქსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". შესაბამისად, მას ბევრი გამორჩეული მოთამაშის გვერდით აქვს ნათამაშები. 

როდესაც ზლატანს სთხოვეს, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებისაგან შემდგარი გუნდი დაესახელებინა, უპასუხა:

" საუკეთესო XI? ასეთი გუნდი ალბათ ზლატან იბრაჰიმოვიჩებისაგან შედგება. მწვრთნელის შერჩევაზე ცოტა ვიყოყმანებდი, თუმცა ალბათ ზლატანს ავირჩევდი" - ციტირებას იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Sport 

როგორც ხედავთ, ლეგენდამ საუკეთესოთა შორის მხოლოდ საკუთარი თავი მოხვედრა. 

6 დღის წინ
336 / 0
Ibra