ლუკას ერნანდესი: "ტეო ძალიან კარგ სათამაშო კონდიციებშია"

ლუკას ერნანდესი: "ტეო ძალიან კარგ სათამაშო კონდიციებშია"

არც ისე ხშირია შემთხვევა, როცა ორი ძმა ერთსა და იმავე დროს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს.

ერთ-ერთი ასეთი მაგალითი ტეო და ლუკას ერნანდესები არიან. ლუკასი უკვე რამდენიმე წელია, რაც ნაკრების უცვლელი წევრია და 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონობაც იზეიმა, ხოლო ტეო მას სულ ცოტაა ხნის წინ შეუერთდა.

"ტეოს შესანიშნავი წინა სეზონი ჰქონდა, იტალიის ჩემპიონის ლიდერი იყო და ამ სეზონშიც ძალიან კარგ სათამაშო კონდიციებშია, შესაბამისად, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატისათვის ნაკრებში გამოიძახებდნენ, მაგრამ ფაქტი, რომ ორივე ერთად ვართ და ისტორიას ვქმნით, ჯერ ისევ არ მჯერა.
 
კარიერის დასაწყისში ჩემი ოცნება მასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იყო", - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
1 კვირის წინ
341 / 0
Ibra