მალდინი: "გადამასწრებს თუ არა ტეო? დიახ!"

მალდინი: "გადამასწრებს თუ არა ტეო? დიახ!"

პაოლო მალდინიმ Milan TV-სთან საუბრისას ტეო ერნანდესის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"გამასწრებს თუ არა ტეო "მილანის" მაისურით გატანილი გოლების სტატისტიკაში? დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ მას ამისთვის ჩემზე 3-ჯერ ნაკლები მატჩი დასჭირდება. მე გოლეადორი არასოდეს ვყოფილვარ.

თანაც ეს ფაქტი ძალიან გამაბედნიერებს, რადგან მის ყველა წარმატებას მეც მასთან ერთად ვიზეიმებ.

ტეო თანამედროვე, სრულყოფილი მცველია, რომელსაც არსენალში აქვს ისეთი მახასიათებლები, რომლებითაც ბევრი ვერ დაიკვეხნის, განსაკუთრებით მისი შეტევის და გოლის გატანის პოტენციალი.

ტეოს შეუძლია ბურთთან ერთად მთელი მოედანი გაირბინოს და შეტევა სრულყოფილად დაასრულოს, რაც უკვე არაერთხელ ვიხილეთ".

მალდინის ანგარიშზე 903 "მილანური" მატჩი, 33 გოლი  და 43 საგოლე გადაცემაა, ტეოს ანგარიშზე კი 140 მატჩში 22 გოლი და 27 საგოლე გადაცემაა.

1 კვირის წინ
380 / 0
Ibra