ლეაო მუნდიალის პროტაგონისტი? - ტრეზეგეს პროგნოზი

ლეაო მუნდიალის პროტაგონისტი? - ტრეზეგეს პროგნოზი

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დავიდ ტრეზეგემ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და რაფაელ ლეაპს შესახებაც გააკეთა კომენტარი: 

"ვფიქრობ, რაფაელ ლეაოს შესანიშნავი მუნდიალი ექნება. ის არის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე სხვაობის შექმნა შეუძლია. პორტუგალიელი უკვე დიდი ხანია, რაც სერია ა-ში "მილანის" რიგებში საუკეთესო ფეხბურთელია, ახლა კი იმავეს გაკეთებას ჩემპიონთა ლიგაზეც იწყებს.

მისი ხილვა მოედანზე ერთი სიამოვნებაა. ლეაო ბურთთან ერთად მოძრაობით სიამოვნებას იღებს, მისი ყურებისას ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ამ დროს არ იღლება, ის უბრალოდ სიამოვნებას იღებს. მას აქვს ყველაფერი, რომ ამ მუნდიალის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდეს".

1 კვირის წინ
503 / 0
Ibra