"მათი წასვლის მიზეზი ფინანსური ინტერესი არ ყოფილა" - აგენტი

"მათი წასვლის მიზეზი ფინანსური ინტერესი არ ყოფილა" - აგენტი

ბოლო ორი წლის მანძლზე "მილანმა" თავისუფალი აგენტის სტატუსით არაერთი ფეხბურთელი დათმო, განსაკუთრებით ხმაურიანი იყო "მილანის" აღზრდილი ჯანლუიჯი დონარუმას წასვლა, რომელზეც საუბარი დღესაც არ წყდება.

"როსონერიმ" უფასოდ დათმო ასევე კაპიტანი, ალესიო რომანიოლიც, რომელმაც გუნდთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა.

რაფაელა პიმენტამ, რომელიც მინო რაიოლას გარდაცვალების შემდეგ, სხვა ვარსკვლავებთან ერთად ალესიო რომანიოლისა და ჯიჯო დონარუმას აგენტი გახლავთ, ფეხბურთელების "მილანიდან" წასვლის თემა კიდევ ერთხელ გააცოცხდლა:

"დონარუმას და რომანიოლის "მილანიდან" წასვლის მიზეზი ფინანსური ინტერესი არ ყოფილა.

ჯიჯომ აქცენტი გააკეთა ამბიციურ პროექტზე, ეს იყო სპორტული გადაწყვეტილება, ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილების მისაღებად. მან ადაპტაციის პერიოდი პარიზულ გუნდში წარმატებით დაძლია, წინ დიდებული კარიერა ელოდება.

რაც შეეხება რომანიოლის, მას წინადადებები პრემიერ ლიგიდან ჰქონდა, სადაც გაცილებით მეტ ხელფასს მიიღებდა, მაგრამ მან "ლაციო" აირჩია, რადგან ის ბავშვობიდან ამ გუნდის ქომაგია".

1 კვირის წინ
476 / 0
Ibra